5.29.2013

(ფრონტნიუსი) მანანა კობახიძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ემხრობა?!



მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომელიც გაჟღერებულ ი იყო სადისკუსიო დარბაზის დაფუძნებისას, სასტუმრო "სიმპათიაში", 2013 წლის  27 მაისს ნათქვამია: 
 ჩვენი აზრით, ქვეყნის სწორი განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური სივრცის დამაბინძურებელი პოლიტიკური ძალებისა და ხელისუფალთა გასამართლება” 
ეჭვი არ გვეპარება, ამ  საკითხებზე ფიქრობს „ქართული ოცნება“ და ახალი მთავრობა. ვფიქრობს ხალხიც და რაც დრო გადის, მით უფრო იკვეთება, რომ გამოსავალი პოლიტიკური სექტისაგან  – „ნაცმოძრაობისაგან“ ქვეყნის განთავისუფლებაშია..."
საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" წევრის, მანანა კობახიძის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ სახელისუფლო წრეებში სულ უფრო მეტი ადამიანი იზიარებს ჩვენს პათოსს. 
სააგენტო ფრონტნიუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: 

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე–სპიკერ მანან კობახიძის განცხადებით, მას „უჭირს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად პარლამენტში ჯდომა და მომხრეა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს".

გამოხმაურება. გულიკო გაბაძე : მივესალმები სადისკუსიო კლუბის დაფუძნებას



მივესალმები სადისკუსიო კლუბის დაფუძნებას, მწამს ეს ადამიანები ნამდვილად იბრძოლებენ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის, ქართულ მოდელს შესთავაზებენ ქართველ ერს და გამუდმებით გარე ქვეყნების საგლეჯ - სამართად არ ვიქნებით გამეტებული.უფალი იყოს მფარველიცა და გზის გამკვალავიც ამ დიდ და საპასუხისმგებლო მისიის შესასრულებლად

გამოხმაურება. მარინე ქავთარაშვილი: საქართველოს დღეს უდავოდ ესაჭიროება ჯანსაღი – მესამე ძალა



მოგესალმებით, კოლეგებო! იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი ინიციატივა სხვა კეთილი და კეთილშობილური სურვილების ბედს არ გაიზიარებს. საქართველოს დღეს უდავოდ ესაჭიროება ჯანსაღი – მესამე ძალა. ძალა, რომელიც სულით, აზროვნებით და საქმით იქნება ეროვნული, პროგრესული და ბოლოსდაბოლოს გამოიყვანს( გამოვიყვანთ) საქართველოს, როგორც რუსეთის, ისე სხვა ნებისმიერი დერჟავის ორბიტიდან. წარმატებებს გისურვებთ! მიგულეთ ქართული საქმის ერთგულთა რიგებში.

გამოხმაურება. ნანა გიგინეიშვილი: "მე პირადად მომხრე ვარ..."


ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას უკვე რიგითი მოქალაქეები ეხმაურებიან .მათ შორის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერებიც არიან

აქ გთავაზობთ მოქალაქე ნანა გიგინეიშვილის წერილს:

5.28.2013

(ობიექტივი) მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს


27 მაისს, სასტუმრო "სიმპათაში" მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ყრილობა გაიმართა."საქართველოში საპარლამენტო კრიზისია," - განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პარტია „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.

(ჯეონიუსი) მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას დისკუსიაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი იწყებს დისკუსიას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ საკითხის განხილვაში.

5.27.2013

სადისკუსიო დარბაზის საინფორმაციო განცხადება

სადისკუსიო დარბაზმა მხარს ვუჭერთ მეცნიერთა ჯგუფის განცხადებაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და რეჟიმის გასამართლების თაობაზე და ვიღებთ გადაწყვეტილებას ღია დისკუსიის დაწყების შესახებ.

(მაესტრო) ღია დისკუსია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით (27.05.2013)

(9 არხი) შეიქმნა სადისკუსიო დარბაზი (27.05.2013)

პაატა ცნობილაძე, თემურ შაშიაშვილი და გიორგი კობახიძე ობიექტივის პირდაპირ ეთერში

5.26.2013

ვიწყებთ დისკუსიას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რეჟიმის გასამართლება.



მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი: ჩვენი აზრით, ქვეყნის სწორი განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური სივრცის დამაბინძურებელი პოლიტიკური ძალებისა და ხელისუფალთა გასამართლება"

5.25.2013

გამოხმაურება: საკონსტიტუციო დემოკრატიული ჯგუფი მიესალმება მეცნიერთა ინიციატივას


მეცნიერთა ინიციატივას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსიის დაწყების შესახებ მიესალმება საკონსტიტუციო დემოკრატიული ჯგუფი.

მათ მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია:

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი გიწვევთ სადისკუსიო დარბაზში




მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი

გიწვევთ

სადისკუსიო დარბაზში



მეგობარო,

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს და პატივისცემით გიწვევთ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის სადისკუსიო დარბაზის პირველ სხდომაზე.
გადაწყვეტილება სადისკუსიო დარბაზის შექმნის თაობაზე მივიღეთ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და უპირველესად იმის გამო, რომ დღის წესრიგში, როგორც აუცილებელი პოლიტიკური მოთხოვნა, დგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

5.24.2013

27 მაისს, 13 საათზე შეხვედრა სასტუმრო "სიმპათიაში"



27 მაისს, 13 საათზე სასტუმრო სიმპათიაში"მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით   გაიმართება პირველი სადისკუსიო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 

(ივერონი) )მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ვადამდელი საპარლამენტო არჩევენების მოთხოვნასთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან დისკუსიას გამართავს. როგორც "ივერონის" პრესკულუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მეცნიერ თა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, ისინი უერთდებიან პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ინიციატივას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნულ თემატიკაზე პირველ დისკუსიას 27 მაისს სასტუმრო "სიმპატიაში" გამართავენ.

(video)მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ბრიფინგი პრაიმ-თაიმის პრეს-კლუბში (13.-05.2013)

(მაესტრო) "თეთრებისა" და მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივა (13.05.2013)

(საერთო გაზეთი) სწავლულთა ნააზრევზე დაფუძნებული პოლიტიკა


20130513164141shashქვეყანაში სისტემური კრიზისი გრძელდება და კოჰაბიტაციის, ორხელისუფლებიანობის პირობებში იგი კიდევ უფრო ღრმავდება….
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩვენი წინადადება მიუღებელი იქნება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკოსთა მეტი ნაწილისათვის, მაგრამ ასევე ანალიზის და დიდი კონსულტაციების გათვალისწინებით ვფიქრობთ, ქვეყნისა და ხალხისათვის ის განსაკუთრებული შეიძლება გახდეს.

სწავლულთა ნააზრევზე დაფუძნებული პოლიტიკა


parl13 მაისს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა გააკეთა საგანგებო განცხადება,  რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ხელმძღვანელი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა ცნობილაძე, ნათქვამია: