5.24.2013

(ივერონი) )მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ვადამდელი საპარლამენტო არჩევენების მოთხოვნასთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან დისკუსიას გამართავს. როგორც "ივერონის" პრესკულუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მეცნიერ თა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, ისინი უერთდებიან პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ინიციატივას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნულ თემატიკაზე პირველ დისკუსიას 27 მაისს სასტუმრო "სიმპატიაში" გამართავენ.


 პაატა ცნობილაძის განმარტებით, სასურველია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2014 წელს თვითმართველობის არჩევნების პარალელურად. რაც შეეხება მიზეზს, ცნობილაძის თქმით, საზოგადოების დაკვეთას დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა არ პასუხობს. მისივე განმარტებით "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების დიდი რაოდენობა პარლამენტში დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგია.

 "ჩვენ ვგეგმავდით, რომ აღნიშნული შეხვედრა ჩაგვეტარებინა 26 მაისს, თუმცა ვცემთ რა, პატივს ამ დღის მნიშვნელობას გადავწყვიტეთ, რომ დისკუსია 27 მაისს სასტუმრო "სიმპატიაში" 13.00 საათზე გავმართოთ. გადავწყვიტეთ შევუერთდეთ "თეთრების" ინიციატივას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე და ეს განპირობებული პოლიტიკური პროცესებით, რომელიც საქართველოში ვითარდება. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ეს უნდა მოხდეს დღეს ან ხვალ, მაგრამ პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, 4 წლის ვადით ამ შემადგენლობით პარალმენტის საქმიანობა დაუშვებელია.

 ეს კონსულტაციები გრძელდება მეცნიერებთან, მოლაპარკებები გვაქვს ექსპერტებთან. თუ გადახედავთ საზოგადოების განწყობას, ის არ ემთხვევა ამ პოლიტიკურ განლაგებას, რომელიც არსებობს საქართველოში. ერთის მხრივ ჩვენ გვყავს უმრავლესობა და მეორე მხრივ გვყავს უმცირესობა, რომელმაც ამოწურა ყველა რესურსი", - განაცხადა პაატა ცნობილაძემ "ივერონის" პრესკლუბში. პაატა ცნობილაძის თქმით, პოლიტიკური პლურარიზმის არსებობისთვის აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

წყარო: http://www.iveroni.com.ge/politika/34095-mecniertha-sainiciativo-jgufi-vadamdel-saparlamento-archevnebs-ithkhovs.html?lang=ka-GE

No comments:

Post a Comment