5.29.2013

გამოხმაურება. ნანა გიგინეიშვილი: "მე პირადად მომხრე ვარ..."


ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას უკვე რიგითი მოქალაქეები ეხმაურებიან .მათ შორის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერებიც არიან

აქ გთავაზობთ მოქალაქე ნანა გიგინეიშვილის წერილს:



"მე როგორც ერთ ერთი ამომრჩეველი ძალიან იმედგაცრუებული ვარ ქართული ოცნების გამარჯვებით, ოცნების მხარდაჭერისათვის დავრჩი სამსახურის გარეშე. ისე  არ და ვერ დაიჭერენ ვანოს, მაგრამ დაიჭერენ სხვა  უდანაშაულო  ადამიანებს . ოცნების დეპუტატი ტყიბულიდან, არ თვლის თავს  ვალდებულად რომ მის ამომრჩეველს მხარში ამოუდგეს . დგეს მას ხალხი აღარ ჭირდება. ამიტომ ვადამდელი არჩევნებით ყველა დაინახავს ვის რა ეკუთვნის. მე პირადად მომხრე ვარ და მე ვიცი რას  მივცემ ხმას.  დიახ,  რას და არა ვის."


პ.ს.ქალბატონო ნანა, თქვენი წერილი მივიღეთ. ის იმდენად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ გამოვაქვეყნეთ. ყოველი ამომრჩეველის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვსურს ვადამდელი საპარლამენტო აჩევნები ხალხის განწყობას გამოხატავდეს და არა ცალკეული პოლიტიკური პარტიების ნება-სურვილს. რაც მეტნი ვიქნებით, უფრო მალე მივაღწევთ შედეგს.
კარგია, თუ თქვენს ირგვლივ მსგავსად მოაზროვნე ადამიანები გამოგვეხმაურებიან. ჩვენ არასდროს ვიქნებით მათი წერილების მიმართ გულგრილები.


საინიციატივო ჯგუფის პრეს-ცენტრი

No comments:

Post a Comment