5.28.2013

(ობიექტივი) მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს


27 მაისს, სასტუმრო "სიმპათაში" მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ყრილობა გაიმართა."საქართველოში საპარლამენტო კრიზისია," - განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პარტია „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.


მისივე თქმით, დაახლოებით,მილიონნახევარი ადამიანი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, მათ ბოლოდროინდელ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღეს,რაც სრული დისკრიმინაციაა.ეს არის ერთი-ერთი მიზეზი, რატომ უნდა დაინიშნოს კიდევ ერთი,ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ასევე საქართველოში ბელადების პარლამენტი უნდა დამთვარდეს.

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მათ გადაწყვეტილება სადისკუსიო დარბაზის შექმნის თაობაზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს.შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ პოზიციას პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც იცნობს.

"ჩვენთვის მთავარია, თუ რამდენი პროგრესული კაცი გვიჭერდეს მხარს ვიდრე ათასობით ბრმად გვიკრავდეს ტაშს." - განაცხადა ობიექტივთან საუბრისას პარტია "თეთრების" გენერალურმა მდივანმა და კულტურის დამსახურებულმა მოღვაწემ ზურაბ ხასიამ.

No comments:

Post a Comment