5.29.2013

(ფრონტნიუსი) მანანა კობახიძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ემხრობა?!



მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომელიც გაჟღერებულ ი იყო სადისკუსიო დარბაზის დაფუძნებისას, სასტუმრო "სიმპათიაში", 2013 წლის  27 მაისს ნათქვამია: 
 ჩვენი აზრით, ქვეყნის სწორი განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური სივრცის დამაბინძურებელი პოლიტიკური ძალებისა და ხელისუფალთა გასამართლება” 
ეჭვი არ გვეპარება, ამ  საკითხებზე ფიქრობს „ქართული ოცნება“ და ახალი მთავრობა. ვფიქრობს ხალხიც და რაც დრო გადის, მით უფრო იკვეთება, რომ გამოსავალი პოლიტიკური სექტისაგან  – „ნაცმოძრაობისაგან“ ქვეყნის განთავისუფლებაშია..."
საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" წევრის, მანანა კობახიძის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ სახელისუფლო წრეებში სულ უფრო მეტი ადამიანი იზიარებს ჩვენს პათოსს. 
სააგენტო ფრონტნიუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: 

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე–სპიკერ მანან კობახიძის განცხადებით, მას „უჭირს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად პარლამენტში ჯდომა და მომხრეა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს".

მისივე თქმით, „ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვერცერთ ხმას ვერ მოიპოვებენ".

„უკვე მაღალ დონეებზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ლაპარაკობენ და თქვენ წარმოიდგინეთ, არ დავმალავ და რაღაც მომენტში მეც ვიქნებოდი ამის მომხრე. დღეს რომ პარლამენტი დაიშალოს, ცხადია, ხვალ და ზეგ "ნაციონალური მოძრაობა" ვერც ერთ ხმას ვერ მოიპოვებს, არანაირი შანსი მათ პარლამენტში მოხვედრისა არ აქვთ, ეს ძალა ისევე გაქრება, როგორც თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირი" გაქრა. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მიჭირს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ჯდომა, რომლებსაც რატომღაც ოპოზიციას უწოდებენ. არადა, ეს არ არის ოპოზიცია. ვიმეორებ, მე 4 წელი ძალიან გამიჭირდება ამ ხალხთან მუშაობა,"- განაცხადა მანანა კობახიძემ."



ქართველმა მეცნიერებმა საფუძველი ჩაუყარეს მეტად მნიშვნელოვან ინიციატივას  იმედია სულ უფრო მეტი პოლიტიკური პარტია, თუ ორგანიზაცია და საზოგადოების წარმომადგენლები შემოუერთდებიან მათ.

No comments:

Post a Comment