5.25.2013

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი გიწვევთ სადისკუსიო დარბაზში




მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი

გიწვევთ

სადისკუსიო დარბაზში



მეგობარო,

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს და პატივისცემით გიწვევთ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის სადისკუსიო დარბაზის პირველ სხდომაზე.
გადაწყვეტილება სადისკუსიო დარბაზის შექმნის თაობაზე მივიღეთ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და უპირველესად იმის გამო, რომ დღის წესრიგში, როგორც აუცილებელი პოლიტიკური მოთხოვნა, დგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

სადისკუსიო დარბაზის შეკრება შედგება 27 მაისს, 13 საათზე, სასტუმრო „სიმპათია“ - ს საკონფერენციო დარბაზში (დარასელიას N4, საბურთალოს ბაზართან)
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს  მონაწილეობას ამ დისკუსიაში.

გაცნობებთ, რომ შევქმენით სპეციალური ბლოგი „სადისკუსიო კლუბი“ (http://sadiskusiodarbazi.blogspot.com/), სადაც თქვენ და ყველა დაინტერესებულ პიროვნებას შეუძლია გაეცნოს საინიციატივო ჯგუფის განცხადებებს და მასალებს დისკუსიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდოთ ფეისბუქის გვერდზე „სადისკუსიო დარბაზი“ (http://www.facebook.com/SadiskusioDarbazi?ref=hl). გვაქვს ჩვენი ელექტრონული ფოსტა სადაც შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები sadiskusiodarbazi@gmail.com

წინასწარ დიდ მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის. დარწმუნებული ვართ, შევხვდებით პირველ დისკუსიაზე, 27 მაისს.

პატივისცემით,

საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე
პაატა ცნობილაძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

თანათავმჯდომარე
ნიკო ჯავახიშვილი - პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი

თანათავმჯდომარე
მანუჩარ მაჩაიძე -აკადემიური დოქტორი 

1 comment:

  1. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

    საპარლამენტო მმართველობის მომხრე სარეფერენდუმო საინიციატივო, საკონსტიტუციო დემოკრატიული ჯგუფი მიესალმება ინიციატივას და სიამოვნებით ვუერთდებით საინიციატივო ჯგუფს. აღნიშნული საკითხები ჩვენს ჯგუფს არაერთხელ განუხილია და ვფიქრობ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტ სიკეთეს მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას.

    პატივისცემით,
    იაგო წიკლაური
    საკონსტიტუციო დემოკრატიული ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლიტიკის და ეკონომიკის ანალიტიკოსი, ეკონომისტი.

    გელა მესტიაშვილი
    საკონსტიტუციო დემოკრატიული ჯგუფი
    ფიზიკოსი, მეცნიერი.

    ReplyDelete