7.03.2013

( სააგენტო Newsport) მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზი“ პრემიერის მოსაზრებებთან დაკავშირებით დისკუსიას გამართავს

"მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეს-კონფერენციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით დისკუსიას თემაზე - "ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“ გამართავს.

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, პოლიტოლოგები, ექსპერტები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
„მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის“ დღევანდელ შეკრებაზე გაკეთდება კომენტარები დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეს-კონფერენციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე.
,,სადისკუსიო დარბაზის“ საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით დისკუსიაზე არ არის მოწვეული პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. სადისკუსიო დარბაზი არ თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიასთან, რომელმაც შექმნა და დაამკვიდრა დამნაშავე რეჟიმი.
შეხვედრა დღეს 14:00 საათზე, სასტუმრო ,,თორის“ (მის: გ. ჭანტურიას ქ. # 10, ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია) საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

No comments:

Post a Comment