7.03.2013

(პირველი) ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს



"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი  ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ამის შესახებ ბურჯანაძემ "პალიტრის" ეთერში განაცხადა.


"საპარლამენტო არჩევნებს რაც შეეხება, მე არჩევნების დასრულების პირველი დღიდანვე მივმართავდი ყველას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" 40%-იან გამარჯვებას არ უნდა დავთანხმებოდით, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ ხმათა ასეთი რაოდენობა არ მიუღიათ. ყველა ის თავისტკივილი, რაც ახლა ხელისუფლებას პარლამენტში და არამხოლოდ იქ აქვს, იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენი ხმები არ დაიცვა. მე იმედი მაქვს, რომ "ქართულ ოცნებას" რომ საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონოდა ან მე და ჩემი გუნდი პარლამენტში ვიყოთ, გაცილებით ეფექტური იქნებოდა მისი მუშაობა. მგონია, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დადგებოდა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისაც. "ნაციონალური მოძრაობა" არის დამნაშავე პოლიტიკური ძალა და ის უნდა აიკრძალოს. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მე აუცილებლად მოვითხოვ დენაციფიკაციას. გუშინ ვუსმენდი სპეციალისტებს და ვერც კი წარმოიდგენთ ისეთი რაღაცეები ამოტივტივდა. ეკონომიკა არ არსებობს პოლიტიკის გარეშე. თუ არ არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, მაშინ ვერანაირი ეკონომიკა ვერ განვითარდება. ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობამ პოლიტიკური სიმწიფე გამოიჩინოს და კარგად დაფიქრდნენ, ვინ იქნება ადამიანი, ვინც მათ პრობლემებს გადაწყვეტს. მოსახლეობა იმდენად დაიღალა, რომ ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილებებს პრობლემის მოკლევადიანად მოგვარების იმედით იღებებს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ასე არ უნდა მოხდეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

No comments:

Post a Comment