7.25.2013

(საინფორმაციო სააგენტო FrontNews.ge) ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი გადაწყდა

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი გადაწყდა. ამის შესახებ გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას წყარო ირწმუნება.


წყაროს მტკიცებით, ივანიშვილი უმრავლესობიდან დაახლოებით 50 ადამიანს დატოვებს და სავარაუდო სიის შემადგენლობაც ცნობილია. კერძოდ, ესენი არიან – მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ელისო ჩაფიძე, თედო ჯაფარიძე, თამაზ ავდალიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, ნოდარ ებანოიძე, გიორგი ვოლსკი, ირინე იმერლიშვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი, გოგი თოფაძე, ივანე კიღურაძე, კარლო კოპალიანი, ომარ ნიშნიანიძე, ზაზა პაპუაშვილი, გიორგი ჟვანია, გია ჟორჟოლიანი, დავით საგანელიძე, გელა სამხარაული, გელა გელაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, ზურაბ ტყემალაძე, ალექსანდრე ქანთარია, გიორგი ქავთარაძე, შალვა შავგულიძე, ზვიად ძიძიგური, გუგული მაღრაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, თემურ ჭკუასელი, ლერი ხაბელოვი, ნინო გოგუაძე, ფატი ხალვაში, მურმან დუმბაძე, მალხაზ ვახტანგაშვილი, იოსებ ჯაჭვლიანი, გიორგი კახიანი, პაატა ბარათაშვილი, დემურ ბაშალეიშვილი, მერაბ კაჭახიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დათო ლორთქიფანიძე, თენგიზ ხუბულური, როსტომ ხალვაში, გიგა ბუკია, შოთა ხაბარელი, მირიან წიკლაური, მალხაზ წერეთელი. 

„თუ გადახედავთ პარლამენტის საიტს, ისეთ დეპუტატებს აღმოაჩენთ, რომელთა შესახებაც, ოქტომბრის არჩევნებამდე არაფერი გსმენიათ. ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ ერთი-ორი ადამიანი შეწუხდა უსაქმურობით და დაწიყეს გახურება - „აქ ჩვენ დეპუტატები ვართ თუ პრობკებიო“. ამის შედეგად ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში  "გარჩევაც" კი შედგა. საუბარი იყო იმაზე, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მთლიანად უნდა გადახალისდეს უმრავლესობა, კარგი იქნება თუ ყველა პარტია ცალ-ცალკე მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამ შემთხვევაში წინასწარი გათვლებით „ნაციონალებიც“ გარეთ რჩებიან და „რესპუბლიკელებიც“. სხვათა შორის, კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას „რესპუბლიკელების“ ვენეციის კომისიით და დასავლეთით კეკლუცობა  ყელში ამოუვიდა, თუმცა კულუარებში ერთ საშიშროებაზეც საუბრობენ, თუ ირაკლი ალასანიას მიმდევრები და "რესპუბლიკელები" გაერთიანდნენ, "ქართულ ოცნებას" შავი დღეები დაუდგება“,– ამბობს წყარო გაზეთთან საუბრისას. 

მისივე ინფორმაციით, "ბიძინა ივანიშვილს ისიც უთქვამს, რომ თეა წულუკიანმა თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ დღემდე არაორდინალური და ცოტა არასერიოზული განცხადებების გარდა, ვერაფერი გააკეთაო. თუ ოქტომბრამდე არაფერი შეიცვალა, ეს ორი ადამიანი თანამდებობას აუცილებლად დატოვებსო“. 


No comments:

Post a Comment