7.18.2013

(საინფორმაციო სააგენტო ,,პირველი") "რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია"

ექპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია.


როგორც კახიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, დღევანდელი პარლამენტი მოსახლეობის განწყობას ვერ ასახავს, შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ორგანო თავის მოღვაწეობას იმ ვადაში ვერ დაასრულებს, რაც დადგენილია და ადრე თუ გვიან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. 

"დღევანდელი პარლამენტი ერთმანეთთან პაექრობას უფრო დაემსგავსა, ვიდრე ხალხისთვის  საჭირო კანონებს განიხილავენ. მიმდინარეობს ერთმანეთთან თემების მოთელვა და ამ პარლამენტის საქმიანობით სრულიად ხელოვნურად იკვეთება, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობაა", - განაცხადა კახიშვილმა. 

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი მოწოდებას, რომ მათ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ღიად დააფიქსირონ, კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ცუდი არ იქნება, თუ საპრეზიდენტო კანდიდატები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ. 

No comments:

Post a Comment