7.16.2013

(Tetrebi.org) ზესტაფონი კეთილი კაცის მოლოდინში

„როგორც ჩანს, ბევრისთვის პატრიოტიზმი და ბრძოლა საქართველოსათვის  პარლამენტში მოხვედრისთანავე,თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მთავრდება..“
აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის დასკვნითი შეხვედრა იყო.
საბჭოს წევრებმა  გაიზიარეს პარტიის თავმჯდომარის დასკვნა. უფრო მეტიც, სხდომაზე ითქვა, რომ ამ ანტიქართული  და  ამაზრზენი პროცესის  ყველაზე ტიპიური  მაგალითი ზესტაფონია სამადაშვილისა და მისი მაფიოზური კლანის წინააღმდეგ ბრძოლით პარლამენტსა და თანამდებობებზე მოხვედრილნი – კარგად შეერწყნენ ფერომაფიას,  მისი მფარველნი გახდნენ… აღარ ახსოვთ არც ზესტაფონი, არც საქართველო, არც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხალხი…
„რად გვინდა ან პრეზიდენტი, ან პარლამენტი, ან მთავრობა, ან სასამართლო, ან არასამთავრობო სექტორი, რად გვინდა პარტიები, თუ უზნეო ფულიანთა თავნებობას წერტილი არ დაესმება, თუ ხალხი ელემენტარულ პასუხს ვერ მიიღებს ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში გაგზავნილ უამრავ წერილზე, თუ ისევ თავგასული იქნება პოლიცია, თუ ასე დაეკარგება კონტაქტი ხალხს დეპუტატთანაც, პარლამენტთანაც და მთავრობასთანაც. ტრაგედიაა, როცა ყურს არ მოესმინება ის, რასაც საქართველოს ამ უმშვენიერესი ქალაქის  გაწამებული მოსახლეობა საუბრობს ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, იმ კაცზე, რომლის იმედითაც მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან 1 ოქტომბერს.
„გვინდა ვირწმუნოთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდში აღმოჩნდება კეთილი კაცი, რომელიც არ მოერიდება სიმართლე უთხრას მას იმის შესახებ, რა ხდება ქალაქებსა და რაიონებში, რა განწყობაა ხალხში, და რა უბედურება ტრიალებს ზესტაფონელთა თავს. – პროფესორების, მერაბ ჯიბლაძისა და რობერტ ბაბლიძის ეს განწყობა მთელმა საბჭომ გაიზიარა.
გამოჩნდება თუ არა ეს კეთილი კაცი, ამას ზესტაფონი დაინახავს, სადაც როგორც დამანგრეველი სტიქია, ისეთ ტემპში მოქმედებს „ქართული ოცნებისაგან“ მხარდაჭერილი მერებ სამადაშვილის (ანუ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის) მაფია.

“თეთრების” პრეს-ცენტრი

No comments:

Post a Comment