6.25.2013

(Taimer.ge)სადისკუსიო მოსაწვევები ყველა პარტიის ლიდერს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა"


სადისკუსიო მოსაწვევები ყველა პარტიის ლიდერს, გარდა
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის "სადისკუსიო დარბაზი" მუშობის ინტენსიურ რეჟიმში გადავიდა. დარბაზის წევრებმა გუშინ იმსჯელეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და შრომით მიგრანტთა უცხოეთში მდგომარეობის თაობაზე.

როგორც "თაიმერს" საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, დღეს დარბაზის წევრები გაეცნენ "საზოგადოებრივი პარლამენტის" შექმნისათვის გაწეულ მოსამზადებელ მუშაობას, განიხილეს წესდების პროექტის პირველი ვარიანტი, წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები. დარბაზის წევრები შეთანხმდნენ 10 დღის განმავლობაში საბოლოოდ დაიხვეწოს და საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნდეს პრესაში მოცემული დოკუმენტი. 


განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნის მართვის დემოკრატიზაციისა და ხარისხობრივი ზრდის თვალსაზრისით "საზოგადოებრივი პარლამენტის" დიდი მომავალი. საკითხის ფართო პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაწყდა ამ პრობლემაზე მეცნიერები დაეთათბირონ ქვეყანაში მოქმედ ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას. 

"სადისკუსიო დარბაზის" მოსაწვევები უახლოეს დღეებში დაეგზავნება ყველა პარტიის ლიდერს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", რომელიც ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე აღარ შეიძლება მიჩნეულ იქნას პოლიტურ ძალად. 

"დარბაზის წევრები გაეცნენ მორიგ შემაძრწუნებელ და სულისშემძვრელ ციფრებს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებში ჩადენილ  დანაშულებრივ ქმედებათა თაობაზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო ამ წლებში არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, დარბაზის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საჭიროა დავუბრუნდეთ პროექტს "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას". დარბაზის წევრებმა გამოთქვეს კმაყოფილება, რომ ხალხში ძლიერდება "საზოგადოებრივი პარლამენტისა" და პროექტის "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" მხარდამჭერი  განწყობა",- აღნიშნავენ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფში. 

No comments:

Post a Comment