6.23.2013

მეცნიერები სადისკუსიო დარბაზში პოლიტიკოსებს იწვევენ




მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის „სადისკუსიო დარბაზი“ მუშობის ინტენსიურ რეჟიმში გადავიდა.

გუშინ დარბაზის წევრებმა იმსჯელეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა (ყველა მასალა http://www.tetrebi.org/?p=9024) და შრომით მიგრანტთა (http://www.tetrebi.org/?p=9170 ყველა მასალა ) უცხოეთში მდგომარეობის თაობაზე.


დღეს დარბაზის წევრები გაეცვნენ „საზოგადოებრივი პარლამენტის“ შექმნისათვის გაწეულ მოსამზადებელ მუშაობას, განიხილეს წესდების პროექტის პირველი ვარიანტი, წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები.

დარბაზის წევრები შეთანხმდნენ 10 დღის განმავლობაში საბოლოოდ დაიხვეწოს და საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნდეს პრესაში მოცემული დოკუმენტი.
განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნის მართვის დემოკრატიზაციისა და ხარისხობრივი ზრდის თვალსაზრისით „საზოგადოებრივი პარლამენტის“ დიდი მომავალი. საკითხის ფართო პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაწყდა ამ პრობლემაზე მეცნიერები დაეთათბირონ ქვეყანაში მოქმედ ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას.

„სადისკუსიო დარბაზის“ კარი ღიაა ყველა მსურველისათვის, უახლოეს დღეებში მოსაწვევები დაეგზავნება ყველა პარტიის ლიდერს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე აღარ შეიძლება მიჩნეულ იქნას პოლიტურ ძალად.

იქიდან გამომდინარე , რომ სადისკუსიო დარბაზის წევრები თავად  გახლავან ცნობილი მეცნიერები, გამოითქვა ღრმა რწმენა მეცნიერებათა აკადემიის, მისი ახალი ხელმძრვანელობის მხრივ მაქსიმალური თანადგომისა ამ მეტად საშურ საერთო-სახალხო საქმეში.

დარბაზის წევრები გაეცნენ მორიგ შემაძრწუნებელ და სულისშემძვრელ ციფრებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში ჩადენილ  დანაშულებრივ ქმედებათა თაობაზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო ამ წლებში არ არსებობდა.

აქედან გამომდინარე, დარბაზის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საჭიროა დავუბრუნდეთ პროექტს „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ .

დარბაზის წევრებმა გამოთქვეს კმაყოფილება, რომ ხალხში ძლიერდება „საზოგადოებრივი პარლამენტისა“ და პროექტის „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ მხარდამჭერი  განწყობა.

განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა, რომ დღითიდღე როგორც პოლიტიკოსებში და პოლიტიკურ პარტიებში, ასევე საზოგადოებაში ძლას იკრებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა.

„საზოგადოებრივი დარბაზის“
პრეს-ცენტრი

23.06.2013წ

No comments:

Post a Comment