6.11.2013

პაატა ცნობილაძე მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის ინიციატივის შესახებ

ძალიან მიხარია, რომ მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის ინიციატივას და ხედვას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რომელიც კარგა ხანია უკვე გაცხადებულია, მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა როგორც მმართველი კოალიციიდან, ისე პარლამენტს გარეთ არსებული ოპოზიციური ძალებიდან.აღარაფერს ვამბობ საზოგადოების ცალსახა დამოკიდებულებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. 


მთავარი აქ ინიციატივის დაჩემება კი არ არის, არამედ ერთობლივი ძალისხმევა საერთო მიზნის მისაღწევად - დროულად განიმუხტოს სახელისუფლებო კრიზისი, დასრულდეს ორხელისუფლებიანობა და ქვეყანა ჩადგეს განვითარებისა და სტაბილურობის კალაპოტში. იმავდროულად, მოხდეს რეჟიმის აღიარება და მისი გასამართლება, სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით. კარგია, რომ საღი აზრი იმარჯვებს ....

No comments:

Post a Comment