6.13.2013

ნანა დევდარიანი: რეფერენდუმი რომ ჩატარდეს მოსახლეობის 99% ვადამდელ არჩევენბს მისცემს ხმას.


მეცნიერთა ინიციატივას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს. 
 ყოფილი ომბუდსმენი და  "გლობალური კვლევების" ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევები.
ნანა დევდარიანი: თუ არ წავლენ ამაზე, მაშინ ამ პარლამენტს ჩაუდგება ხალხი ოპოზიციაშიროგორც  დევდარიანმა გაზეთ "ალიასთან" საუბარში აღნიშნა,  რეფერენდუმი რომ ჩატარდეს მოსახლეობის 99% ვადამდელ არჩევენბს მისცემს ხმას.  

"მოსახლეობის განწყობა უარყოფითია მხოლოდ " ნაციონალების " მიმართ კი არაა, "ქართული ოცნების" კონფიგურაციაც აღარ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს.  სიმართლე ვთქვათ ამ პარლამენტში  დაახლოებით 5 კაცის გამოკლებით ყველა მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეგობარია. ზოგი ადრე წამოვიდა ზოგი გვიან.
უნდა გამოცხადდეს რეფერენდუმი და დარწმუნებული ვარ მოსახლების 99 პროცენტი ვადამდელ არჩვენებს მისცემს ხმას. თუ არ წავლენ ამაზე, მაშინ ამ პარლამენტს ჩაუდგება ხალხი ოპოზიციაში.  თუ წინა პარლამენტი ბრმა და ყრუ იყო მოსახლეობის მიმართ, შენც ასევე უნდა გააგრძელო? არა ამისთვის ნამდვილად არავის არ მიუცია ხმა "-აცხადებს ნანა დევდარიანი. 

No comments:

Post a Comment